ფრაქტალი გეომეტრიული ობიექტია არასწორი, ტეხილი ან ფრაგმენტული ფორმით, რომელიც წარმოქმნილია განმეორებადი სტრუქტურით, როგორც წესი, იტერაციის პროცესში. ეს პროცესი მას მრავალ საინტერესო თვისებას ანიჭებს, მათ შორის აღსანიშნავია "თვით-მსგავსებადობა" და უსასრულო დეტალურობა მიუხედავად მაგნიფიკაციისა. კლასიკური მცდელობები ფრაქტალის პერიმეტრის, ფართობის ან მოცულობის გაზომვის უშედეგოა, დეტალურობის განსაზღვრული ლიმიტის უქონლობის გამო. ფრაქტალურ გეომეტრიას მრავალი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და კომპიუტერულ გრაფიკაში.
ფრაქტალის განმარტება ვიკიპედიიდან
რა არის ფრაქტალი?
1975 წელს ბენუა მანდელბროტმა ახალი სიტყვის დაბადება ამცნო სამყაროს. ეს ახალი სიტყვა “ფრაქტალი” იყო, რომელიც ლათინური fractus–ისგან იყო ნაწარმოები, რაც თავის მხრივ “გატეხილს” ნიშნავს. ფრაქტალი ეს ის ობიექტია, რომლის თითოეული დეტალიც იმეორებს მის მთლიანობას, ანუ საქმე გვაქვს თვითმსგავსების მოვლენასთან, რომელიც ასე გულდასმით შეისწავლა მანდელბროტმა და აჩვენა, რომ ჩვენს სამყაროში ფრაქტალური ხასიათის საგნები და მოვლენები მრავლადაა.
ფრაქტალურმა გეომეტრიამ დიდი გამოყენება ჰპოვა მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და კომპიუტერულ გრაფიკაში
No comments:
Post a Comment